სენაკის მუნიციპალიტეტი ჩაერთო PACA მეთოდოლოგიით სწრაფი შეფასების პროცესის დაგეგმვაში - კონკურენტული უპირატესობის მონაწილეობითი შეფასების პროცესში ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისთვის, არსებული გამოწვევების გადალახვისა და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობის ხელშეწყობისთვის. ეს არის ინოვაციური მოდელის დანერგვა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომლის ამოცანა არა მხოლოდ ეროვნული დონის აქტორების ძირითადი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება და სისტემის გაძლიერებაა ქვემოდან ზემოთ, არამედ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების სისტემის აქტორებს შორის კავშირის გაძლიერება, სტრატეგიის შემუშავება შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით. ამ პროექტის განხორციელების პროცესში შედგა თანამშრომლობა საჯარო-კერძო სექტორებს შორის და შეიქმნა ის პლატფორმა, სადაც დაინტერესებული მხარეები, სექტორის ძირითადი აქტორები ერთად განიხილავენ მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ ზრდაზე, დასაქმებაზე და სექტორების განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებს. მეთოდოლოგიამ დიდი მოტივაცია მისცა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შეასრულონ აქტიური როლი ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკური განვითარების ინიციატივების განხორციელებაში. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში ჩატარებულმა აქტივობებმა, კვლევებმა გამოკვეთა სენაკის კონკურენტული უპირატესობები, კონკურენტობასთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემები პრიორიტეტულ სექტორებში და როგორც მოკლევადიანი, ასევე, საშუალოვადიანი ინიციატივები.