„ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის“ ფინანსური კონტრიბუციით, ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასა“ და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის 2021 წლის 13 აგვისტოს გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შეთანხმების საგანიც იყო იმერეთში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის მიზნით იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ობიექტებისა და მარშრუტების საინფორმაციო მობილური აპლიკაციის შექმნა. აპლიკაციის გამართულ მუშაობას და მუდმივ განახლებას უზრუნველყოფს ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“.
ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ აღრიცხავს იმერეთის მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა ტურისტული სერვისის პროვაიდერებს, როგორიცაა განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ღვინის მარნები, სათავგადასავლო ტურიზმში ჩართული სუბიექტები, ტურისტული კომპანიები, გიდები, აგრო სახლები, სხვადასხვა ტრადიციული ხელსაქმის მასტერკლასების ორგანიზატორი სუბიექტები და ა.შ. აღნიშნული ინფორმაცია ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას“ ქალაქის სტუმრებისთვის / ტურისტებისთვის ხელმისაწვდომად, განთავსებული აქვს ვებ-გვერდზე და ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ბროშურების სახით. ამასთან ქალაქში და რეგიონში ტარდება სხვადასხვა გასართობი და კულტურული ღონისძიება, რომელთა შესახებ შესაძლებელია სტუმარმა შეიტყოს როგორც საინფორმაციო ცენტრებში, ასევე ორგანიზაციის მართვაში მყოფ Facebook გვერდებზე.
თანამედროვე ციფრულ სამყაროში, ამა თუ იმ ქალაქის შესახებ სასურველი და საჭირო ინფორმაციის მისაღებად, პოპულარულია მათი სახელობის მობილური აპლიკაციები, რომლებსაც იყენებენ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო მოგზაურები. შესაბამისად, გადავწყვიტეთ რომ ზემოთჩამოთვლილი ყველა მონაცემი აღნიშნულ ეფექტურ საკომუნიკაციო არხში, მობილურ აპლიკაციაში გაგვეერთიანებინა და განგვეთავსებინა.
დღეისათვის მობილური აპლიკაციის გადმოსაწერად საჭირო შტრიხკოდი (QR კოდი) განთავსებულია ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში და აპლიკაცია Google-ის საძიებო სისტემაშიც შესაძლებელია შესაბამისი ციფრული მექნიზმებით მათი მოძიება. მიმდინარე მომენტისთვის გვაქვს 5000 გადმოწერა ანდროიდ და iOs მოწყობილობებზე.
აპლიკაცია იმერეთის მასშტაბით ხელს შეუწყობს კერძო ტურისტულ სექტორსა და ტურისტებს შორის კომუნიკაციის გაიოლებას, იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული ობიექტების ცნობადობის ზრდას, ტურისტულ პროდუქტებსა და ინფორმაციაზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, რაც უზრუნველყოფს ქალაქსა და რეგიონში ეკონომიკური ზრდის სტიმულირებას ტურიზმის და მასპინძლობის ინდუსტრიის კონტრიბუციით. ასევე მნიშვნელოვანი ინოვაციური ინსტრუმენტი იქნება ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერისათვის, ღონისძიებების ინფორმაციის გავრცელებისათვის ვიზიტორების მოსაზიდად რაც ეკონომიკის შემოსავლების აკუმულირებას დაუჭერს მხარს.