ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2022 წლის დასაწყისში გაიმარჯვა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა “მერები ეკონომიკური ზრდისთვის” (M4EG) ფარგლებში მიმდინარე საგრანტო პროექტში „მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი“. ქუთაისმა მიზნად დაისახა გახდეს ლიდერი ქალაქი საქართველოში (რეგიონში) ეკო-სმარტ მიმართულებით. ამისათვის შემუშავდა საცდელი ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით (ნარჩენები, მობილობა და ენერგია), რომელიც სადემონსტრაციო ექსპერიმენტების პროცესში ტრადიციულ მიდგომებს შეცვლის სისტემური ინოვაციური მიდგომებით, მოახდენს იდეებისა და ახალი ცოდნის კომბინირებას და ქალაქში კერძო-საჯარო მიმართულებით დაამკვიდრებს ახალ ინოვაციურ ინსტრუმენტებსა და მეთოდებს წარმატებული ცვლილებებისათვის. პროექტის მიმდინარეობაში გვეხმარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თბილისის ოფისი, UNDP-ის სტამბულის ჰაბის ინვაციების გუნდი და სტრატეგიული და ტრანსფორმაციული ინოვაციების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაცია CHORA FOUNDATION.
ახალი გლობალური გამოწვევები და პოსტ-პანდემიური პროცესები მოითხოვს ტრადიციული მიდგომების კომპლექსურ ტრანსფორმაციას, სამიტიგაციო და საადაპტაციო ინტერვენციების განხორციელებას, რომელზე მყისიერი რეაგირებისათვის ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოებაში შესაბამისი ცოდნისა და უნარების დამკვიდრების ხელშეწყობა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას განზრახული აქვს შემოიტანოს ახალი მიდგომები არსებულ მუნიციპალურ სერვისებში, რათა მეტად გახდეს შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი ალტერნატივები სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის. ტრანსფორმაციის პორტფელით ქალაქი ცდილობს უპასუხოს მდგრადობის თანამედროვე გამოწვევებს და ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მიზნების ბალანსით შექმნას მწვანე, ეკოლოგიური, თანასწორი და ხელსაყრელი გარემო ადამიანებისათვის და ამასთანავე გახდეს ახალი ინსპირაციების წყარო რესურსეფექტური, ენერგოეფექტური, კლიმატგონივრული ქმედებებისათვის.