ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება (2022 წლის კონკურსი) 22-11-2022

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია: ზუგდიდი: ხელოვნების, რეწვისა და გასტრონომიის შემოქმედებითი ქალაქი. 

სტრატეგიის მთავარი ამოცანაა ზუგდიდის კულტურისა და შემოქმედებითობის ახლებური გააზრება ადგილობრივი განვითარებისთვის.

ზუგდიდის კულტურის განვითარების პირველი 5 წლიანი სტრატეგია (2022-2026) ქალაქის მთავარ კულტურულ და შემოქმედებით თემებს, შესაძლებლობებს, მიზანსწრაფვებსა და პრიორიტეტებს განსაზღვრავს. სტრატეგია შემუშავდა ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture პროექტის[1] მხარდაჭერით.

სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია კულტურის სფეროზე ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ფაქტორების ზეგავლენა და მისი მჭიდრო კავშირი კულტურულ ტურიზმსა და რეგიონალურ განვითარებასთან. კულტურისა და კულტურული რესურსების თანმიმდევრული განვითარების და ადეკვატური გამოყენების დაგეგმვით, სტრატეგია ემსახურება ერთი მხრივ ადგილობრივი თემის გაძლიერებას, მეორე მხრივ კი ადგილობრივი კულტურისა და მემკვიდრეობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას ევროპული ღირებულებების ჭრილში, რათა წარმატებით მოხდეს მათი მდგრადი ინტეგრაცია პანევროპულ კულტურულ რუკაზე.

 

თანდართული დოკუმენტები/მასალები