2016 წელს ა/ო 'მწვანე კავკასიას' ინიციატივით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთან პარტნიორობით, პირველად საქართველოში განხორციელდა ქალაქის თანამონაწილეობითი დაგეგმვის პროცესი, ფონდ 'ღია საზოგადოება-საქართველოს' მიერ მხარდაჭერილი პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში, რომლის შედეგად შემუშავებული იქნა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“.