საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობა ქალაქ ფოთში

საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობა ქალაქ ფოთში

საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობა ქალაქ ფოთში
ფოთი ღია მმართველობა, გამჭვირვალობა და ინფორმაციის საჯაროობა (2021 წ. კონკურსი) 16-12-2021

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში, ძალიან დაბალი იყო მოსახლეობის ჩართულობის დონე, რაც აისახებოდა, მოსახლეობის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული ჩართულობის მექანიზმების გამოუყენებლობაზე, ასევე, თვითმმართველი ორგანოების მიერ საკუთარ საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის ფაქტორისა და გამჭვირვალობის ნაკლებად გათვალისწინებაზე. შესაბამისად, გამოწვევას წარმოადგენდა, ამ პრაქტიკის შეცვლა და მოსახლეობის ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება, საერთაშორისოდ კარგად აპრობირებული და სხვა მუნიციპალიტეტების პრაქტიკის გაზიარება და ფოთის მუნიციპალიტეტის მახასიათებლების შესაბამისად ადაპტირება.

სწორედ ამიტომ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა და განახორციელა პროექტი „საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში“, რომელიც ამჟამად დასკვნით ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, შეიქმნა მუნიციპალიტეტების სრულიად ახალი ვებ-გვერდები, რომლებზეც ინტეგრირდა სამოქალაქო ჩართულობის ელექტრონული მექანიზმები (მაგალითად: ელექტრონული პეტიცია, რომელიც  აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ორგანიზაციის თუ მოქალაქის მიერ - დღემდე 15-მდე პეტიცია დარეგისტრირდა; წერილი მერს, წერილი საკრებულოს თავმჯდომარეს; სმს-სიახლეები და სხვა...) დაინერგა საკრებულოს სხდომების ლაივ-ჩვენება, რომელსაც ხშირად 1000-ობით ადამიანის ნახვა აქვს, აქტიურად მიმდინარეობს საკრებულოს წევრების მიერ საქმიანობის ანგარიშის, ბიუჯეტის პროექტის განხილვები და სხვა. 
პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში დაინერგა საჯარო ინფორმაციისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის სტანდარტები. შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 2021 მიხედვით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა 64 მუნიციპალიტეტს შორის 1-ლი ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ იგივე ინდექსის შეფასებით, 2019 წელს ფოთი 36-ე ადგილს, ხოლო 2017 წელს 39-ე ადგილს იკავებდა. 

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვე-გრანტების კომპონენტია, რომელზეც 100 000 ევროს ექვივალენტი დაიხარჯა (აქედან 80 000 ევრო ქალაქ ფოთში განსახორციელებელ პროექტებისთვის იყო განკუთვნილი). ჯამში 23 პროექტი დაფინანსდა ქალაქ ფოთში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა 10-მდე ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დღემდე აგრძელებენ საქმიანობას, გაძლიერდა უკვე არსებული ადგილობრივი ორგანიზაციები, ქალაქს კი შეემატა 23 ახალი საინტერესო პროექტი, რომლის სამიზნე ჯგუფებს, ფაქტობრივად, ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები შეადგენდნენ (მაგალითად, დევნილები, ონკო-პაციენტები, ყრუ და სმენადაქვეითებულთა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სხვა...).

თანდართული დოკუმენტები/მასალები