ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ლიდერობით, სხვა მუნიციპალიტეტებთან, არასამთავრობო სექტორთან და საეთაშორისო პარტნიორებტან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკომისიას დასაფინანსებლად წარედგინა პროექტი, რომელიც იმერეთის 3 პოსტინდუსტრიული ქალაქის რევიტალიზაციას ისახავდა მიზნად, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობთ დაიწერა ზესტაფონის (კვალითის დასახლების) რევიტალიზაციის გეგმა, გამოცხადდა და გაიცა 92 515 ევროს ექვივალენტი ლარში საგრანტო პროექტები, რომლის ფარგლებშიდაც დაფინანსდა ენერგიის ალტერნატიული წყაროს, მზის ელ-სადგურის მშენებლობა, გაკეთდა რეგიონული მნიშვნელობის სამუშაო დარბაზი, სადაც, მოსახლეობას, NGO, სამთავრობო თუ სხვა დაინტერესებულ პირებს, შეუძლია შეკრება, არის უფასო წვდომა ინტერნეტზე, საკანცელარიო საგნებზე, გათბობა გაგრილების შესაძლებლობა და ა.შ დაფინანსდა კვალითის დასახლების ცენტრალური რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია, რომელმაც სტიმული მიცა ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარებას, ამ სივრცის გარემო გაიცა 4 სავაჭრო ობიექტის მშენებლობის ნებართვა. ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით შედგა სასწავლო ტური პოლონეთში, ადგილობრივი პარტნიორობის როლზე გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია.