ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი 21 მილიონ 905 ათას 400 ლარით განისაზღვრა.
პანდემიის პირობებში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა - რეაბილიტაცია არ შეჩერებულა.
2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა
რეგიონული განვითარების, მუნიციპალური, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების , სტიქიის ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, საერთო ჯამში, პროექტებზე 20 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. 2021 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 5 521 191 ლარი გამოეყო.
აღნიშნული თანხებით სოფლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტებ განხორციელდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პროექტების დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების ნაწილში მოსახლეობა არ იყო ჩართული. რისი მიზეზიც მოსალხეობის ნაკლები ინფორმირებულობა, სამოქალაქო ჩართულობის პრაქტიკის არ ქონა, თითმმართველობასთან ნაკლები კომუნიკაცია გახლდათ. ადგიობრივი თვითმმართვეკლობა ცდილობდა მოსახლეობასთან მჭიდრო ურთიერთობას და პროექტების მათი ინტერესების შესაბამისად დაგეგმვას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა მათი საჭიროებების ზუსტი იდენტიფიცირება.
ხარაგაულის მერიამ აღნიშნული პრობლემის გადაჭრის მიზნით, განახირციელა სამოაქალო ბიუჯეტის პროექტი, რომლის ბიუჯეტი 150 ათასი ლარი გახლდათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მიზანი გახლდათ მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საჯარო ფინანსების მართვის საქმეში, რათა გაიზარდოს მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეფექტურობა განსახორციელებელი პროექტების ადგილობრივი მოსახლეობის პრიორიტეტების შესაბამისად შერჩევის გზით.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. მოქალაქეებმა მიიღეს ინფრომაცია პროექტთან დაკავშირებით, რომ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეფიქსირებინათ თავიანთი იდეა , რომელიც კონკურსის ფარგლებში გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდებოდა.
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში , სულ შემოვიდა 25 წინადადება, საიდანაც სამუშაო ჯგუფის მიერ შემდეგ ეტაპზე გადავიდა 16 იდეა. ხოლო კონკურსის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა 7 პროექტი, რომელსაც ხარაგაულის მერია 2022 წლის ბიუჯეტში უკვე ასახა.