2018 წლის 2 თებერვალს შეიქმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
პრაქტიკის წარმატება გამოიხატება, პირველ რიგში იმ პლატფორმის შექმნაში, სადაც შესაძლებელია ქალთა საკითხების წამოჭრა. ეს არის ინსტიტუტი, სადაც თავს იყრის სპეციალური ცოდნა ქალთა საკითხებთან დაკავშირებით. მომზადდა კადრები, რომლებიც შეძლებენ ქალთა საკითხებზე მუშაობას და ამ ცოდნის სხვისთვის გადაცემას, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას გენდერული თანასწორობს საკითხებთან დაკავშირებით.
მნიშვნელოვანია, რომ რეფერირების დოკუმენტი მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობის შედეგად, როდესაც მათ წარმოადგინეს საჭიროებების კვლევა. პრაქტიკასთან დაკავშირებული ინფორმაცია საჯარო და ხელმისაწვდომია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.