ბავშვები ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და სხვათა ზრუნვაზე დამოკიდებული ჯგუფია. ისინი მრავალ გამოწვევას აწყდებიან განათლების, ჯანდაცვის, სრულფასოვანი კვების, კულტურულ, სპორტულ ღონისძიებათა თუ მათ ძირითად უფლებათა ხელმისაწვდომობის მხრივ. ბავშვთა კეთილდღება პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახებზე, იქნება ეს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარობა თუ განათლების დონე. სწორედ ამიტომ, ბავშვთა მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოუდგენელია ოჯახების საერთო მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესების გარეშე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა ყოველწლიურად განახლებადი და მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული პროგრამაა. 2023 წლის მეორე ნახევარში სიღნაღის მუნიციპალტეტის მერიის შესაბამიმა სამსახურმა განახორციელა კვლევა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG), საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით შემუშავებული გაიდლაინის მიხედვით, რომელიც მომზადდა სპეციალურად მუნიციპალიტეტებისათვის და მიზნად ისახავდა ბავშვებსა და ბავშვიან ოჯახებზე მორგებული მუნიციპალური სოციალური პროგრამების დაგეგმვის მხარდაჭერას.
მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღის მუნისიპალიტეტში ბავშვთა საჭიროებებზე მორგებული არაერთი სერვისი და პროგრამა ფუნქციონირებს, კვლევის შედეგებმა გამოავლინა უფრო სიღრმისეული გამოწვევები, რაც გახდა საფუძველი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამას და მისი გაცემის წესს დამატებოდა ახალი ქვეპროგრამა- ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა, რომელიც თავის მხრივ სამ მიმართულებას მოიცავს:
- კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარება, რომლის ფარგლებშიც მოხდება ამ კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახების საყოფაცხოვრებო ტექნიკით ან საოჯახო ინვენტარით უზრუნველყოფა.
- ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელოვნური კვებით უზრუნვლყოფის პროგრამა, რომელიც განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ,,სოციალურსდ დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში'' და შეფასების შედეგად მინიჭებული აქვთ 65001-ზე კნაკლები სარეიტინგო ქულა.
- ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამა იმ პირის ან ოჯახის გაძლიერებას და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს, ვინც ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დატოვების შემდეგ გადაწყვეტს დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვის ქვეპროგრამა სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და მომდევნო წლებშიც იქნება ხელმისაწვდომი გაუმჯობესებული ფორმით.