ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, “Yellow Fest” კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ყველა იმ კომპონენტის ჩართულობით განხორციელდა, რაც ახალგაზრდებს უზრდის ინფორმირებულობას განივითარონ დასაქმების/შემეცნების/გართობის შესაძლებლობები ლოკალურ დონეზე და არა მარტო. ფესტივალი ადგილობრივი 100-მდე ახალგაზრდა მოხალისის უშუალო ჩართულობით ქალაქთან ახლოს, მუხნარის ტყე-პარკში ჩატარდა. ფესტივალის ორგანიზებაში გარდა საჯარო სექტორისა, აქტიურად იყო ჩართული კერძო სექტორი, ადგილობრივი კვების ობიექტები, ტელეკომუნიკაციის საშუალებები, სარეკლამო კომპანიები და ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შექმნილი, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რის შედეგადაც ინფორმაციის გავრცელება განხორციელდა ფართო მასშტაბით, შესაბამისად ფესტივალს 10 000 - მდე ადამიანი დაესწრო.