ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები

ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები

ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები
ცაგერის მუნიციპალიტეტი 10. ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია (2024) 19-11-2024

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე  ზრუნვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაღალი დონე წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მერიის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. ბავშვის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდიდან უნდა იწყებოდეს. ორსულის სრულფასოვანი კვება არის საწინდარი ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებისა. მუნიციპალიტეტში არსებული შედარებით დაბალი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავეთ და 2016 წლიდან ამოქმედდა ორსულთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამა.

  სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს ბავშვთა უფლებების დაცვისათვის. მათ შორის შშმ ბავშვთა უფლებების დაცვა საზოგადოების მთავარი საზრუნავია. მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს შშმ პირების, მათ შორის ბავშვების თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომი გარემოს შესაქმნელად.

    2024 წლიდან მუნიციპალიტეტმა აამუშავა 0-დან 18 წლამდე შშმ ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა.