საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG) აგრძელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) 2019-20 წლების საკონკურსო განაცხადების მიღებას.
ყოველწლიური კონკურსი, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში იმართება, მუნიციპალიტეტებს შორის წარმატების მაგალითების გამოვლენასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2019-20 წლებისთვის, სულ 13 საკონკურსო თემა იქნა შერჩეული:
- დასაქმების ხელშეწყობა, მუნიციპალური სტარტაპებისა და ინოვაციების მხარდაჭერა, მცირე ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა;
- მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისათვის;
- სოფლის განვითარების მხარდამჭერა;
- ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდამჭერი მუნიციპალური პროგრამები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის (მ.შ. კულტურის სფეროში განხორციელებული პროქტები);
- სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთათვის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერა;
- გენდერული თანასწორობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისები;
- მუნიციპალური წყალმომარაგება, წყალარინება და სამელიორაციო სისტემები;
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და ინკლუზიური ზრდა;
- ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩინება;
- მუნუციპალური ნარჩენების მართვა, ენერგოეფექტურობა და გარემოს დაცვის მხარდაჭერა (მ.შ. გარემოზე ზემოქმედების შემცირება);
- მოქალაქეთა თანამონაწილეობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა;
- მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცნობარი;
- COVID-19 პადემიით შექმნილ გამოწვევებზე მუნიციპალიტეტების რეაგირება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
BPP-ის კონკურსში მონაწილე მუნიციპალიტეტების პროექტებს სპეციალურად შექმნილი ექსპერტთა კომისია შეაფასებს.
თანდართული ფაილის სახით გთავაზობთ 2019-2020 წლის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამაში მონაწილეობის განაცხადის ლინკს:
https://drive.google.com/file/d/1Qy0k2ZJJS01EA7E7A8hTNah66xrSpbMX/view?fbclid=IwAR2bOEoggrrNiGO1LhI2c0H9gfNlLLGFZIh0CTwLMtPl5mEJvCBGzsN5aq4