საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2019-2020 წლის კონკურსი გამოცხადდა

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2019-2020 წლის კონკურსი გამოცხადდა


საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2019-2020 წლის კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად.

გადაწყვეტილება 2019-2020 წლების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის გამოცხადების შესახებ, 22 სექტემბერს მმართველი კომიტეტის პირველ სხდომაზე მიიღეს.

სხდომას, რომელიც ონლაინ რეჟიმში წარიმართა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე - მზია გიორგობიანი, სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ათეას ვიცე-პრეზიდენტი - გიორგი ტყემალაძე, ათეას აღმასრულებელი დირექტორი, პროექტის - N4ED დირექტორი - დავით მელუა, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის პრეზიდენტი - დავით ხოსრუაშვილი, ასევე, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის- MSDC აღმასრულებელი დირექტორი - კოკა კიღურაძე და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ექსპერტი - ნინო ზურაბიშვილი ესწრებოდნენ.

კომიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის 2019-2020 საკონკურსო წლის ღონისძიებათა კალენდარი და 13 საკონკურსო თემა დაამტკიცა.

BPP-ის 2019-2020 წლის საკონკურსო განაცხადების მიღების პერიოდი 23 სექტემბრიდან 30 ნოემბრამდე ვადით განისაზღვრა. კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტები 26 იანვარს, მმართველი კომიტეტის შემაჯამებელ სხდომაზე, შეფასების კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით გამოვლინდება.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2019-2020 წლის კონკურსის გამარჯვებული მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 29 იანვარს, BPP-ის ეროვნულ კონფერენციაზე გაიმართება.