დღეს საელჩომ უმასპინძლა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების (ქუთაისის, თელავის, ცაგერის, ლანჩხუთის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ქობულეთის, ლაგოდეხის, ახალქალაქის) წარმომადგენლებს, რომლებიც სასწავლო ვიზიტით რიგაში იმყოფებიან.
ვიზიტი პროექტის - " ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" ( N4ED) ფარგლებში ხორციელდება 21-25 ოქტომბრის პერიოდში და მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების დაგეგმვის, საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მუშაობის, ურბანული მმართველობის სფეროებში ინოვაციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.
ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თეა მაისურაძესთან შეხვედრაზე პროექტის მონაწილეებმა განიხილეს ლატვიის მხარესთან მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისთვის არსებული სამომავლო პერსპექტივები