ანდრის იაუნსლეინისი და ევროკავშირის ექსპერტი, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის უფროსი მრჩეველი- მარის ფუკისი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ.

ანდრის იაუნსლეინისი და ევროკავშირის ექსპერტი, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის უფროსი მრჩეველი- მარის ფუკისი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ.


ანდრის იაუნსლეინისი და ევროკავშირის ექსპერტი, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის უფროსი მრჩეველი- მარის ფუკისი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ.

პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, საქართველოში ევროპის კავშირის რეგიონების კომიტეტის წევრი - ანდრის იაუნსლეინისი და ევროკავშირის ექსპერტი, ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული მმართველობების ასოციაციის უფროსი მრჩეველი- მარის ფუკისი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდნენ.

ლატვიელმა სტუმრებმა, ათეას ექსპერტებთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრები გამართეს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და ამავე სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ნიკოლოზ როსებაშვილი ესწრებოდნენ, მხარეებმა რეგიონებში მონაწილეობითი პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვაზე, ამ მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე, ასევე, აღნიშნული კუთხით არსებულ ევროპულ გამოცდილებაზე, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების (CLLD) მეთოდოლოგიის საქართველოში დანერგვის გზებსა და CLLD პროცესის ორგანიზების შესახებ ისაუბრეს.

მზია გიორგობიანმა სტუმრებს ადგილობრივი და რეგიონული განვითარების მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მათი განხორციელების პროცესში სამინისტროს ჩართულობასა და მხარდაჭერას გაუსვა ხაზი.

დღესვე, შეხვედრაზე, სტუმრებმა მონაწილეობითი მართვის მიმართულებით ლატვიური გამოცდილებაც მიმოიხილეს. ლატვიელმა ექსპერტებმა ისეთ საკითხებს გაუსვეს ხაზი, როგორებიცაა: ადგილობრივი და რეგიონული განვითარება ევროკავშირში, ევროკავშირის რურალური განვითარების პოლიტიკა, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება და ადგილობრივი აქტიური ჯგუფების (LAG - Local Activity Group) მნიშვნელობა.

როგორც ანდრის იაუნსლეინისმა აღნიშნა, ადგილობრივი ჯგუფების ჩართულობა, თავის მხრივ, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგეს, რომლის პროცესშიც, ყველაზე რთული ნდობის მოპოვებაა.

„ადგილობრივი ჯგუფების გასააქტიურებლად და მასში ჩართული მონაწილეების ნდობის მოსაპოვებლად, საჭიროა პერმანენტული ღონისძიებების ეტაპობრივად გატარება, რაც თავის თავად, წარმატების საწინდარია. ამ პროცესში კი, უმნიშვნელოვანესია ევროპული გამოცდილების გაზიარება, რომელზე დაყრდნობითაც, საქართველო აუციელებლად შეძლებს საკუთარი ნიშის დამკვიდრებას “ - განაცხადა იაუნსლეინისმა.

ევროკავშირის ექსპერტების საქართველოში ვიზიტი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც, სამუშაო შეხვედრები საქართველოს მუნიციპალიტეტების და LAG-ების წარმომადგენლებთან გაიმართება. აღნიშნული შეხვედრები, თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების პერსპექტივებს, მათი პრაქტიკაში დანერგვის გზებსა და სტრატეგიის განხილვას დაეთმობა.