საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021-2022 წლის კონკურსი

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021-2022 წლის კონკურსი


საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021-2022 წლის კონკურსი

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა) გამოაცხადა კონკურსი საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის 2021-2022 წწ კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გამოსავლენად.
 
2021-2022 წლების საუკეთესო პრაქტიკის პროგრამისთვის (BPP) შეირჩა შემდეგი 14 საკონკურსო თემა:
1. მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება;
2. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა და მონაწილეობითი ეკონომიკური განვითარების ინოვაციური მოდელების დანერგვა;
3. გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და გენდერულად მგრძნობიარე მუნიციპალური სერვისების განვითარება;
4. სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები;
5. გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობის და კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის ხელშეწყობა;
6. მუნიციპალური მყარი ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკის მოდელის დანერგვაში ხელშეწყობა;
7. ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელება და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა;
8. მუნიციპალური სოციალური პროგრამების მონაწილეობითი დაგეგმვა, მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანობის და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
9. ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები, ბავშვთა უფლებების დაცვა და ბავშვზე მავნე ზემოქმედების პრევენცია;
10. ადამიანის უფლებათა დაცვა ადგილობრივ დონეზე;
11. კერძო-საჯარო დიალოგი და პარტნიორობა ადგილობრივ დონეზე;
12. საერთაშორისო დონორებთან თანამშრომლობა და განვითარების პროექტებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოძიების წარმატებული გამოცდილება;
13. ინტერმუნიციპალური თანამშრომლობა;
14. საკრებულოს მაღალი პოლიტიკური კულტურა, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოზე ეფექტიანი ზედამხედველობა და საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე.
 
კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალიტეტები გამოვლინდებიან, საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებით და შესაბამისი დარგის ექსპერტებით დაკომპლექტებული შეფასების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, პროგრამის მმართველი კომიტეტის მიერ. 
 
კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ყოველწლიურ ეროვნულ კონფერენციაზე.
 
2021-2022 წლების კარგი პრაქტიკების კონკურსი ტარდება ევროკავშირის (EU), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და ევროპის საბჭოს კონგრესთან პარტნიორობით.
 
​საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.